ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-10

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“

13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი
ჩატარების თარიღი:  13-15 ოქტომბერი, 2015 წ.

მოხსენებების თემატიკა:
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია და ერთი მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1. ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია
2. ქართულ-ოსური ფოლკლორული და ლიტერატურული ურთიერთობები
3. ქართულ-ოსური ლინგვისტური ურთიერთობები
4. ქართულ-ოსური კულტურული ურთიერთობები

მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

კონფერენციის მიზანი
პოსტსაბჭოთა პერიოდში წარმოქმნილმა კონფლიქტებმა ქართულ-ოსური ურთიერთობები განსაკუთრებულად დააზარალა. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი ისედაც დაშორებულ ხალხები ერთმანეთისაგან გათიშა. კონფლიქტის შემდგომ ნდობის აღდგენისა და ნდობის მშენებლობის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო დიალოგი, ინტერდისციპლინური ფორუმი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“  მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

მიმართულებები:
ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ფოლკლორი, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტები, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, მიგრაცია.

სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება
დაუსწრებლად მონაწილეობა
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოაგზავნოთ 2015 წლის 10 სექტემბრამდე  შემდეგ მისამართზე: gorc.conference2015@tsu.ge

განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები).

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2015 წლის 20  სექტემბერს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი. 
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,  თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.

საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი  ტელ.:  +995599101164;
ელ.ფოსტა: gorc.conference2015@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე