2017-09-21

დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მასარიკის უნივერსიტეტში

ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის ინგლისურენოვან სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: მედიცინა, არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, პედაგოგიკა, განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია.    

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 30 სექტემბრამდე ვებ-გვერდის საშუალებით

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრში გაცემული, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL, CAE, IELTS – მინიმუმ B2 დონე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი, დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი
რეგისტრაციის პირველ საფეხურზე cycle-ის გრაფაში მიუთითეთ: Erasmus+ ICM;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge;
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!


Print

« იხ. ყველა სიახლე