ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-15

სტუდენტთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია "ფილოსოფია და რელიგია"

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში (2002 წლიდან) ტარდება "ფილოსოფიის დღე". ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 24-25 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას: "ფილოსოფია და რელიგია", რომელიც ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 10 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი #205 (დემური ჯალაღონია), ან გამოაგზავნონ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე