ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-12

თურქოლოგიის საზაფხულო სკოლა

2016  წლის 23 ივლისი - 26 აგვისტოს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თურქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ქ. ანკარაში ჩატარდება თურქოლოგიის საზაფხულო სკოლა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ის თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეხუთე სემესტრის სამ სტუდენტს.

სწავლის, კვების, საცხოვრებელ  და მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე.    

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ  2016  წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსი, ოთახი #104.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 13-20 აპრილის 17:00 საათამდე

რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
•მოტივაციის წერილი თურქულ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;

საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121



Print

« იხ. ყველა სიახლე