ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-01

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-7“

„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-7“

ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
2015 წ. 8-14 იანვარი


ზოგადი ინფორმაცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს   ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-7“. სკოლა გაიმართება 2015 წლის 8-14 იანვარს.

პირობებები: განაცხადის საფუძველზე, სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 2015 წ.  5 იანვარს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ მე-11 კორპუსში 010 აუდიტორიაში, რომლის შედეგად შეირჩევა 4 ასაკობრივი (თითოეული 10-მდე მოსწავლისაგან შემდგარი) ჯგუფი.

მიზანი: ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია ინტერსიული პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა,რომლისთვისაც (2015 წ. მარტი – მაისი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკური მეცნიერებების სწავლებას და ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისთვისაც. რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

პროგრამა: პროგრამა შედგება 6 ნაწილისაგან: 0) გაეცანი, 1) მოუსმინე, 2) გაიმეორე-იმსჯელე, 3) შეისვენე,
4) ცოდნა გაუზიარე, 5) ითამაშე-გამოიყენე. თითოეული ითვალისწინებს:

0)    გაეცანი
წინასწარ დაგეგმილი მასალის გაცნობას,
1)    მოუსმინე
ლექტორებთან შეხვედრასა და წარმოქმნილი დეტალების დაზუსტებას,
2)    გაიმეორე-იმსჯელე
ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად თვალსაჩინო სავარჯიშოებისა და მაგალითების განხილვას,
3)    შეისვენე
შესვენებას კვებით (კვებას, როგორც წესი, უზრუნველყოფს მშობელთა კომიტეტი),
4)    ცოდნა გაუზიარე
მოსწავლეთა მიერ მოსმენილი მასალის ურთიერთგაზიარებას ჯგუფის ხელმძღვანელისა და ლექტორის მეთვალყურეობით,
5)    ითამაშე-გამოიყენე
სპორტის, ხელოვნებისა და მუსიკის მიმართულებით პრაქტიკული ღონისძიების ჩატარებას.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს:
•    ექსკურსიებს როგორც თბილისში, ასევე (შესაძლებლობის ფარგლებში) თბილისის გარეთ,
•    კონცერტებს კლასიკურ, ხალხურ და ჯაზურ მუსიკაში,
• წინასწარ შეთანხმებულ ოჯახებში კახიდან (აზერბაიჯანის რესპ.) და სადახლოდან მოსწავლეთა მიღება-მასპინძლობას თბილისში წინასწარ დასახელებულ ოჯახებში.            

მშობელთა შეკრება: გასაუბრების შედეგად შერჩეულ მოსწავლეთა მშობლების აუცილებელი შეკრება შედგება თსუ მე-11 კორპუსში 010 აუდიტორიაში 5 იანვარს, ორშაბათს  15:00 საათზე.

საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ. გურამ გაბრიჩიძე, პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. ეთერ ღვინერია,  დოქტ. მარინა ლომოური.   

განაცხადი: განაცხადი მოგვაწოდეთ 2014 წლის 1 დეკემბრიდან - 29 დეკემბრის ჩათვლით ჩათვლით სამუშაო დღეებში 13:00-საათიდან 16:00 საათამდე მისამართზე: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსი 350 აუდიტორია, უნივერსიტეტის ქ. 3 (ე.წ. მაღლივი კორპუსის მოპირდაპირე კორპუსი), თბილისი. განაცხადის (სკანირებული) ფორმის გამოგზავნა რეგიონებიდან შესაძლებელია ელექტრონულად მისამართით: j.cqifurishvili@gmail.com

განაცხადის ფორმა

საკონტაქტო პირი : ქ-ნი ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51)
                                    ქ-ნი ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 76 98 91)

Print

« იხ. ყველა სიახლე