ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-09-08

სტუდენტური სესხი ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მისაღებად

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბანკი “რესპუბლიკა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ სესხებს ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგამების დასაფინანსებლად. სტუდენტური სესხის მეშვეობით, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ გამარტივებული სესხის აღების პროცედურებით და მათთვის სასურველი თანხა მიიღონ გირაოს გარეშე უმოკლეს დროში 16% - ად.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა უფრო წარმატებით ისწავლონ, ბანკი “რესპუბლიკა” წახალისების მიზნით, ბაკალავრიატის ერთი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მომდევნო წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სესხის საპროცენტო განაკვეთს 1%-ით შეამცირებს და განაკვეთი იქნება 15%. აგრეთვე ბანკი “რესპუბლიკა” სესხით სარგებლობის შემთხვევაში, მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადასცემს საბანკო ბარათს VISA GOLD პირველი წლის მომსახურების საკომისიოს გარეშე.

სტუდენტები ასევე ისარგებლლებენ განვადებაზე 15 თვემდე სპეციალური 0%-იანი პირობებებით კომპიუტერული ტექნიკის და მობილური ტელეფონების შეძენაზე.

English version

Print

« იხ. ყველა სიახლე