ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-30

ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიები

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევროპის კოლეჯის სრული სამაგისტრო სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. ევროპის კოლეჯი ქართველ კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში. ევროპის კოლეჯი წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს ევროპათმცოდნეობის მიმართულებით. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ინტეგრაციის აკადემიურ დონეზე შესწავლასა და ევროპის მომავალ ლიდერთა გადამზადებას.

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

ვარშავის კამპუსი:
ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი:
სტიპენდია მოიცავს:
სწავლების სრული საფასური, სტუდენტური საცხოვრებელი, კვება, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა, ყოველთვიური სტიპენდია

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
განაცხადის გაკეთება:
განაცხადის გაკეთება ხდება ელექტრონულად https://admissions.coleurope.eu/login; განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 18 იანვარი.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.

• დამატებითი ინფორმაციისათვის დაწვრილებით გაეცანით ევროპის კოლეჯის ვებ გვერდს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#11, თსუ მესამე კორპუსი, 304-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე