ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-01

თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,GPI- holding ”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები  2011 წლის 1 მარტიდან  31 დეკემბრის ჩათვლით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით (ძირითადი სადაზღვევო პოლისი GPIH – A).  მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.
       ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალს შეუძლია ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით, რისი საფასურიც დაიქვითება ხელფასიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე 65 წლამდე და შვილები 1–დან 25 წლამდე) და მშობლები (სადაზღვევო პოლისი GPIH – C). ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი. გარდა ამისა სადაზღვევო კომპანია დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში გვთავაზობს გაუმჯობესებულ პაკეტსაც (GPIH – B), ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 25 მარტისა.


ძირითადი სადაზღვევო პოლისი GPIH – A
                                  

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის პერსონალის მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს. (877 244 123)

იხილეთ დანართი 1;
Print

« იხ. ყველა სიახლე