ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-21

ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო კურსი - გლობალური მიგრაცია და კვლევის მეთოდები

ტემპუსის პროექტის „მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის“ ფარგლებში ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ერთკვირიან (31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით) ინტენსიურ სასწავლო კურსზე - გლობალური მიგრაცია და კვლევის მეთოდები.

კურსის ერთი ნაწილი დაეთმობა თემას: „Global Migration – Contemporary Processes and Scenarios for the Future“ ხოლო მეორე ნაწილი: „Reflecting Methodology and Methods – Not Only in Migration Studies“.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორები ლიდია პოტსი და კატარინა შმიდტი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერთიფიკატები.
სამუშაო ენა: ინგლისური.

რეგისტრაციის მსურველები დაკვიკავშირდეთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: nino.parsadanishvili@tsu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2014 წლის 27 მარტი
დასაწყისი:  18:00 საათი

ადგილები შეზღუდულია!!!

Print

« იხ. ყველა სიახლე