ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-26

დასაქმების სააგენტო ეიჩარის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

დასაქმების სააგენტო ეიჩარის წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.

შეხვედრის მიზანია „დასაქმების ფორუმი 2015“-ის შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ფორუმზე წარმოდგენილი სფეროებისა და მონაწილე კომპანიების გაცნობა.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუნდენტები გაეცნობიან პირველადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტის - რეზიუმეს აღწერილობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას „დასაქმების ფორუმის“ მიზნების შესახებ.

30 მარტს, 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება თსუ X (მაღლივი) კორპუსის № 206 აუდიტორიაში.

30 მარტს, 17:00 საათზე  - თსუ I კორპუსის №214 აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე