ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-24

მსოფლიო პოლიტიკა: წარსული და თანამედროვეობა

მსოფლიო პოლიტიკა: წარსული და თანამედროვეობა- შეხვედრებს გაუძღვება პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე.

შეხვედრების დროს საუბარი იქნება მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

პირველი შეხვედრის დროს გამოიკვეთება მსოფლიო პოლიტიკის ის საკითხები, რომლებიც ჯგუფს ყველაზე მეტად დააინტერესებს. მაგალითად - მოვლენათა განვითარება კატალონიაში, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი, კრიზისი უკრაინაში, ისლამური სახელმწიფო, მსოფლიო ტერორიზმი და ა.შ.

თითოეული მოსწავლე (ან ორი-სამი მათგანი) აიღებს თავისთვის საინტერესო თემას, რომლის გარშემოც მოვლენათა განვითარებას თვალს გაადევნებს ინტერნეტისა და მას-მედიის საშუალებების გამოყენებით. ისევე როგორც მოიძიებს მასალებს საკითხის ისტორიასთან დაკავშირებით.

შეხვედრები ჩატარდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტში ყოველ შაბათს 16.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში განლაგებულ უწყვეტი განათლების ცენტრის მე-2 სართულზე (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპ. უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა).

განხილული იქნება მსოფლიო პოლიტიკის შერჩეული თემები.

დეკემბრის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


Print

« იხ. ყველა სიახლე