ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-06

კონკურსი ქართული ენის რედაქტორის პოზიციაზე ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვაში“

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი „თსუ სამართლის მიმოხილვა“, მეორე ნომრის სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტების მიზნით, აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, შემდეგ მოხალისეობრივ პოზიციაზე:

ქართული ენის რედაქტორი (2 ვაკანტური ადგილი)

ფუნქციის მოკლე აღწერა:
ჟურნალში დასაბეჭდი ქართულენოვანი ტექსტების ენობრივი რედაქტირების უზრუნველყოფა.

შერჩევის კრიტერიუმები:
1) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაღალკურსელის/კურსდამთავრებულის სტატუსის ქონა;
2) შესაბამისი ცოდნის და/ან გამოცდილების ქონა (სასურველია);
3) მოტივირებულობა და საკმარისი დროის ქონა;
4) ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე – lawrev@tsu.ge ( 2017 წლის 7 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით). გზავნილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას, გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით.

იხ. ჟურნალის პირველი ნომერი

იხ. ჟურნალის Facebook გვერდი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ რედაქციას, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე