ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-02

გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტი (ბუნდესთაგი) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს 2015 წლისთვის გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მოსაპოვებლად.

აღნიშნული სტიპენდიის (IPS) ფარგლებში 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან  2015 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში.

პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება შეეძლებათ. პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, კვების, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკით დაინტერესებულ, გერმანული ენის მცოდნე კურსდამთავრებულებს (ან საბაკალავრო პროგრამის ბოლო სემესტრზე მყოფ სტუდენტებს). საბუთები ორ ეგზემპლარად წარდგენილ უნდა იქნას 2014 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1 და დანართი 2

ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის ვებ–გვერდი:
http://www.bundestag.de/bundestag/europa_internationales/internat_austausch/ips/info/georgien.html
Print

« იხ. ყველა სიახლე