ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-26

კავკასიის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

2015 წლის 1-4 ივლისს  ქ. ბათუმში კავკასიის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში გაიმართება. აღნიშნული ტიპის სიმპოზიუმები ჩატარდა, 2007, 2010 და 2013 წლებში, ქ. თბილისში ( /icsp/, /icsp2/, /icsp3/ ). სიმპოზიუმის ჩატარების შემდეგ დაბეჭდილია სიმპოზიუმის თეზისები. მესამე სიმპოზიუმის ნაშრომთა კრებული დაიბეჭდა კანადაში გამომცემლობა Apple Academic Press, Tailor and Francis Group (http://www.icsp4.tsu.ge/data/file_db/icsp/high_performance.pdf). კავკასიის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად (www.icsp4.tsu.ge). სიმოპოზიუმის მიზანია თავი მოუყაროს, წარმოადგინოს და ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სამეცნიერო მიღწევები, რომელსაც ახორციელებს ამიერკავკასიის რესპუბლიკების სამეცნიერო სკოლები. აღნიშნულ სიმპოზიუმში გარდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები ყაზახეთის, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ირანის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებიდან. სიმპოზიუმის მიზანია პოლიმერებისა და მათ საფუძველზე მიღებული კომპოზიციური მასალების ანუ კომპოზიტების სფეროში დღეისათვის მოპოვებული თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ნამუშევრების შედეგების პოლიმერებში მომუშავე ქართველი და უცხოელი მეცნიერების სამსჯავროზე გამოტანა, მათი განსჯა და ახალი პერსპექტიული პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი პოლიმერული მასალების წარმოჩენა.

კონფერენციის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს: 1. პოლიმერების სინთეზის ახალი მეთოდების წარმოჩენა; 2. პოლიმერული მასალების ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოჩენა; 3. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის პოლიმერული მასალების სფეროში აზრთა გაცვლა და პერსპექტივაში ერთობლივი სამუშაოების დაგეგმვა (სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ერთობლივი სტატიების გაფორმება და გაგზავნა უცხოეთის მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, ერთობლივი პროექტების განხორციელება, საუკეთესო შედეგების პრაქტიკაში დანერგვა და სხვა); 4. ახალგაზრდა პერსპექტიული სპეციალისტების დაინტერესება პოლიმერული მეცნიერებით და მათი ფართოდ ჩართვა სამეცნიერო მუშაობაში. 5. პოლიმერული მასალების გამომყენებელი დარგების სპეციალისტების მოწვევა კონფერენციაზე და მათი პრაქტიკული მოსაზრებების გაზიარება. აღნიშნული შეხვედრები არა მარტო სამეცნიერო მიღწევების ურთიერთ გაცვლის ხასიათს ატარებს, არამედ ასეთი შეხვედრები აახლოვებს ადამიანებს, რაც შემდგომში სამეცნიერო თანამშრომლობის სახეს მიიღებს, ერთობლივი შრომების, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში და ერთობლივ სამეცნიერო გრანტების სახით.

Print

« იხ. ყველა სიახლე