ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-27

ვებინარი Science Direct-ში

2016 წლის 2 ნოემბერს 10:30-დან 11:30-მდე ელსევიერი Science Direct-ში გამართავს ვებინარს.

ვებინარის დროს მოხდება ელსევიერის Science Direct პლატფორმის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია.
 
ვებინარის სამუშაო ენა არის ქართული.  
 
ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ ონლაინ რეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება.
 
ScienceDirect-ი წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური და სამედიცინო სრულტექსტიანი რეფერირებადი შინაარსის შეუდარებელ ინტერნეტ-რესურსს და მოიცავს სამეცნიერო პუბლიკაციების მსოფლიო ბაზრის მეოთხედს. რესურსი მოიცავს 14 მლნ პუბლიკაციას დაახლოებით 3,800 ჟურნალსა და 35,000-ზე მეტი დასახელების წიგნიდან. ScienceDirect-ი თავისი ინტერაქტიული ელემენტებით, როგორებიცაა Microsoft აუდიო, ვიდეო, გრაფიკები, ცხრილები, სურათები და ასევე შემოთავაზებული ჩაშენებული ინსტრუმენტები, მხარს უჭერს განათლებასა და მეცნიერებას, რათა მომხმარებელი მუდმივად ინფორმირებული იყოს კვლევების თანამედროვე ტენდენციებზე. მსოფლიოში წამყვან პლატფორმა ScienceDirect-ი მომხმარებელს ასევე სთავაზობს დასაბეჭდათ მიღებულ სტატიებს, ელსევიერის ღია წვდომის ჟურნალებსა და ელსევიერის ჟურნალებიდან ღია წვდომის  სტატიებს.
 
ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://attendee.gotowebinar.com/register/2415816540279543298

ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება http://www.elsevier.ge/-ს ვებგვერდზე.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე