ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-03

სტუდენტური კონფერენცია „ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს: „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში ტარდება სტუდენტური კონფერენცია „ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“.

კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 3 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები 2016 წლის 12 მაისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.

მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 15 მაისს.

კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე -  2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე, თსუ  I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.

შენიშვნა:კონფერენციის პროგრამას დოკუმენტის ძალა ექნება მხოლოდ  კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის დასრულებისთანავე.

საკონტაქტო პირი:
ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67

Print

« იხ. ყველა სიახლე