ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-16

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის

თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და  დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრის,  მაგისტრატურის მე-2 სემესტრის და დოქტორანტურის სტუდენტებს.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე და ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 16-27 მარტს უნდა გაიარონ რეგისტრაცია თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) და დაწერონ ინსტიტუციონალური ტესტი უცხო ენაში  ( ინგლისური B2 ან თურქული B1). რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად იქონიეთ თან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტის ჩაბარება არ მოუწევთ სტუდენტებს, რომლებმაც 2014 წლის ნოემბერ/დეკემბერში უკვე გაიარეს B2 დონის ტესტირება ერაზმუს მუნდუსისა და ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისთვის და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა).

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული

სტიპენდიების რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული 

 
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ პროფესორ ელისაბედ  ბჟალავას
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე