ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-28

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“

2017 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიგონ საინტერესო პრიზები.

კონკურსის ფარგლებში ჩატარდება სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ან შემოგვიერთდით ფეისბუქზე:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
სოციალურ საწარმოთა ალიანსი
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი

Print

« იხ. ყველა სიახლე