ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-02

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

26-31 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებულების (#48/01-01. 27/03/2014) საფუძველზე, თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებამ დაიწყო რიგით 74-ე სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მომზადება.

უნივერსიტეტის ფაკულტეტბზე ჩამოყალიბდა 31 დარგობრივი სექცია, შემუშავდა კონფერენციის სამუშაო განრიგი.

ჟიურის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტებიც. დარგის წარმომადგენელ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, თითოეული სექციის კომისიის შემადგენლობაში შედის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების რამდენიმე წევრი (ბაკალავრი, მაგისტრანტი ან დოქტორანტი). კონფერენციაში სულ 338 სტუდენტი მონაწილეობს.

დეტალური ინფორმაცია




Print

« იხ. ყველა სიახლე