ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-29

ქართული ფილმების რეტროსპექტივა თსუ-ში

3-7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ბაჩანა ჭანტურიასთან ერთად მართავს ქართული ფილმების რეტროსპექტივას. ფილმები ნაჩვენები იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:
3 ივნისს, 16.00 საათზე -„ ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, 1928 წელი)  
4 ივნისს, 16.00 საათზე -„ ვედრება“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1967 წელი)
5 ივნისს, 16.00 საათზე - „ორმაგი სახე“ (რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, 1997 წელი)
6 ივნისს, 14.00 საათზე - „ჭამა და სექსი“ (რეჟისორი გიორგი ლიფონავა, 2011 წელი)
7 ივნისს, 16 საათზე რესტროსპექტივა დასრულდება 2012 წელს “ჯეოსელისა და „დუტა პროდაქშენის“ ერთობლივი პროექტით „იასამნისფერი ალმანახი . . . და მერე?!“, რომელიც აერთიანებს 5 რეჟისორის მიერ გადაღებულ მოკლემეტრჟიან ფილმებს. მათი ავტორები დამწყები რეჟისორები არიან, რომლებმაც საქართველო XX საუკუნიდან დღემდე ერთ კინოპროექტში გააერთიანეს.  პირველი ფილმი „ქალაქის ღია ფანჯრები“ თაზო ნარიმანიძის სარეჟისორო დებიუტია, რომელშიც XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ერთი მწერლის სასიყვარულო თავგადასავალია მოთხრობილი. მომდევნო ფილმის „. . . 37“ -ის რეჟისორია დემეტრე სხირტლაძე და  1937  წლის რეპრესიების პერიოდს ეხება. პროექტში ასევე შესულია გიორგი ქობალიას   ფილმი „ლითონი“, სადაც 1970-იანი წლების პერიოდია ასახული. მეოთხე ფილმი „ფეხშიშველი“ 1990-იანი წლების მძიმე შედეგებზე გვიამბობს, რომლის რეჟისორი გიგა ბაინდურაშვილია. ბოლო ფილმი „ბაბაზი“ კი ივა ფეზუაშვილს ეკუთვნის და მისივე მოთხრობის „ალჩუ“-ს მიხედვით არის გადაღებული, რომელიც ჩვენს თანამედროვე პერიოდს აღწერს.

Print

« იხ. ყველა სიახლე