ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-02

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გადაცემა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის (აშშ) პროფესორ სტივენ ჯონსს გადაეცემა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის საუნივერსიტეტო კომისიის გადაწყვეტილებით, 2015 წელს სამეცნიერო პრემია პროფესორ სტივენ ჯონსს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭება. საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი პროფესორს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცემა.

სტივენ ჯონსი არის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის საპატიო დოქტორი, პროფესორი, ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი პოსტ-კომუნისტური საზოგადოებისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  უცხოელი წევრი, რედაქციის მრჩეველი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი ავტორია საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაშრომისა: „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, რომელიც გადმოსცემს სიღრმისეულ და მრავალმხრივ შეფასებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა.

Print

« იხ. ყველა სიახლე