ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-02

საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“

4–6 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ–ისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“. კონფერენციის მუშაობაში ის ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც იკვლევენ ენათმეცნიერების ისტორიაზე იდეოლოგიის გავლენას.

სხვადასხვა დროს ლინგვისტური იდეების ფორმირებაზე მოქმედებდა რელიგიური მოძღვრებების გავრცელება, რასაც მოჰყვა მრავალი ხალხის ენათა აღწერილობა, წმინდა ტექსტების შექმნა და მათი ლინგვისტური ანალიზის აუცილებლობა. ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა საფუძველი დაუდო  ტერიტორიულად ერთმანეთისაგან ძლიერ დაშორებული ენების შედარებას და მათ სხვადახვა თვალსაზრისით კვლევას. ასევე მნიშვნელოვანია მრავალენოვანი ქვეყნების, განსაკუთრებით თანამედროვე  ევროპისა და ამერიკის ქვეყნების გატარებული ენობრივი პოლიტიკის სახეები, რომლებიც უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბურობით, რადგან ასეთი ენობრივი პოლიტიკა სცდება ცალკეული, მათ შორის მეგასახელმწიფოების საზღვრებს და ტრანსკონტინენტალურ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც აუცილებლად გულისხმობს ენათა გავრცელებასა და ცოდნას. ამ მხრივ მეტად ღირებულია საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიისა და საბჭოთა ენობრივი პოლიტიკის კვლევა.

იხილეთ პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე