ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-21

კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის სასტიპენდიო პრგორამა

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (KAIST), 2018 წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პრგორამაზე (Global IT Technology Program).

პროგრამით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო კურსები პროფესორების, მკვლევრებისა და ექსპერტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

განაცხადების ელექტრონული სახით წარდგენის ვადაა 2018 წლის 27 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით. ხოლო 2018 წლის 24 აპრილამდე უნდა მოხდეს დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.



Print

« იხ. ყველა სიახლე