ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-11

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი პროექტი – "თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის სადისკუსიო კლუბი" იწყებს ახალ სემესტრს.

შაბათს, 13 ოქტომბერს 13:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის № 115 აუდიტორიაში ჩატარდება პირველი შეხვედრა.

კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები მოისმენენ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შესახებ სტუდენტების მიერ მომზადებულ გაცნობით ლექციებს, მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას ამ სფეროში, შეძლებენ დისკუსიაში აქტიურ ჩართვასა და ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას.

შეხვედრები  ჩატარდება ყოველ შაბათს.

თსუ- საბავშვო უნივერსიტეტი

ქეთი მურუსიძე – 598 680 345

Print

« იხ. ყველა სიახლე