ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-01-04

ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სამაგისტრო სტიპენდიები 2012/2013 აკადემიური წლისთვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტებისა და ამავე მიმართულების ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის  ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში   ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერებები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო პაკეტი უნდა გადააგზავნონ მიმღებ უნივერსიტეტში მისამართზე:
Ms.Ellen Hoy-Petersen
International Office
Ostford University College
Os Allé 9, N-1757 Halden, Norway
Tel: +47 6921 5000
ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი  ხარჯების დასაფარად.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიმღებ უნივერსიტეტში უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2012 წლის 1 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.hiof.no/index.php?ID=9119&lang=eng და მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).

შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე რეგისტრაცია გაიარონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიმღებ უნივერსიტეტში გაგზავნის მსურველებმა გაითვალისწინეთ საფოსტო მომსახურების ვადები.
Print

« იხ. ყველა სიახლე