ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-11

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსი

11 ოქტომბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსით დაინტერესებული მაგისტრანტებისთვის კონსულტაცია გაიმართება.  

ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
Print

« იხ. ყველა სიახლე