ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-09

ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დიდი ქართველი მეცნიერების ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიების მოპოვების მიზნით.
კონკურსის მიზანია:
ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების (81 ქულიდან ზემოთ) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთაც გავლილი აქვთ აღნიშნული საფეხურის არანაკლებ 2 კურსი და სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება კონკურსის მიზანს.
კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების (81 ქულიდან ზემოთ) მაგისტრანტებისათვის, რომელთა სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება  კონკურსის მიზანს.
ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 1 (ერთ) სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი და სახელობითი სტიპენდია 100 (ასი) ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 1 (ერთ) სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი და სახელობითი სტიპენდია 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

განცხადებები მიიღება 2012 წლის 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის  ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
განათლების დეპარტამენტი, II სართული, ოთახი 22.
პროგრამის კოორდინატორი: განათლების დეპარტამენტი

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჟღენტი
ტელ: (32) 2 47 42 42 (შიდა ნომერი 106) (599 67 98 46)
ელ.ფოსტა: stipendium@manuscript.ac.ge
nzhgenti@manuscript.ac.ge
ვებგვერდი: www.manuscript.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე