ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-19

ახალი სეზონი და წევრების მიღება თსუ ეკომოლაშქრეთა კლუბში

თსუ-ის ეკომოლაშქრეთა კლუბი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მოლაშქრეთა კლუბს, რომლის მიზანიც, ლაშქრობასთან ერთად გარემოსდაცვითი განათლება და სხვა აქტივობების განხორციელებაა.

კლუბი ხელს უწყობს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს დაგეგმონ და განახორციელონ ლაშქრობები საქართველოს ტერიტორიებზე. კლუბის მეორე მიმართულება კი გარემოსდაცვითი განათლებაა და შესაბამისად, კლუბი იზრუნებს, ჩაატაროს საჯარო ლექციები, ტრენინგ-სემინარები ბუნების დაცვაზე, გამართოს ფოტოკონკურსები და სხვა გარემოსდაცვითი აქტოვობები.

კლუბის პრეზენტაცია და წევრების მიღება გაიმართება:
თსუ სტუდენტებისთვის: 25 და 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 317

რეგისტრაციისათვის საჭიროა თან იქონიოთ:
1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა დეკანატიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფორმა 20);


Print

« იხ. ყველა სიახლე