ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-18

თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთვრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართება  22 ივლისს, 18.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1). 

კურსდამთავრებულთათვის მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე  20 და 21 ივლისს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე , 22 ივლისს 10.00 საათიდან 15.00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- თსუ მე-6 კორპ.  ოთახი # 203 (ნათია ბერაძე)
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი- თსუ მე-2 კორპ. ოთახი №049 (ნაირა ნარიმანიძე,  ნინო ტყეშელაშვილი, ზოია მაჩაიძე)  
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი- თსუ მე-10 (მაღლივი) კორპ. ოთახი  №208  (უჩა გოგიშვილი)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი- თსუ პირველი კორპ. ოთახი № 201 (აკაკი ჩიქობავა)
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი- უნივერსიტეტი ქ. 2  ტურიზმის ინსტიტუტის შენობა ( X კორპუსი ე.წ.მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) 104–ე აუდიტორია. (ნუცა საღარაძე, თამუნა მანაგაძე, ქეთევან ბაქანიძე, გიორგი მაისურაძე)
მედიცინის ფაკულტეტი- დეკანატი (მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა,  ჭიაურელის 2/ბელიაშვილის 78) , ოთახი #1 (კანცელარია) (შორენა დარჩიაშვილი)
იურიდიული ფაკულტეტი- თსუ მე-2 კორპ. ოთახი №135 (თამთა ანთიძე)



Print

« იხ. ყველა სიახლე