ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-17

ტრენინგი ოსური ენის პედაგოგებისათვის

19-21 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ოსური ენის პედაგოგებისათვის აწყობს საგნობრივ ტრენინგს (ინტერაქტიული ტექნოლოგიები  ოსური ენის სწავლების პროცესში), რომელსაც გაუძღვებიან ამავე ცენტრის თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნაირა ბეპიევი და პედაგოგი რაზიათ ქუმარიტოვი; ქ.ვლადიკავკაზიდან მოწვეული ოსური ენის სპეციალისტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვლადიკავკაზის ჰუმანიტარულ და ისტორიულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ელენე ბესოლოვა, ა. პუშკინის სახელობის ვლადიკავკაზის მე-7 საშუალო სკოლის დირექტორი ტატიანა კორნაევა, ოსური ენის მასწავლებლები: რუსეთის დამსახურებული პედაგოგი სვეტლანა ცალაგოვა და ოსური ენის წამყვანი სპეციალისტი ტატიანა ბურნაცევა.

ტრენინგი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მემორანდუმის ფარგლებში.

ტრენინგს დაესწრებიან ოსური ენის პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის, 55. თსუ მე-7 კორპუსი, 115-ე
აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე