ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-27

თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის შეხვედრა

თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის შეხვედრა გაიმართება 28 დეკემბერს, 16:00 საათზე.

შეხვედრის ძირითადი თემაა საბიბლიოთეკო ელ-ბაზების გამოყენება და სტატიის დაფორმატების წესები. ამიტომ, აუცილებელია, შეხვედრისას სტუდენტებმა თან იქონიოთ პორტატული პერსონალური კომპიუტერი.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული სამეცნიერო წრის აქტივობებში გსურთ ჩართვა, გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე

საკონტაქტო პირი: მარიამ ხატიაშვილი, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე, mariamkhatiashvili@tsu.ge

მისამართი: თსუ,  I კორპუსი, აუდიტორია #201ა
Print

« იხ. ყველა სიახლე