ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-01-09

თხევადი აზოტი - სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების საყურადღებოდ!

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიზიკის დეპარტამენტში (მეორე კორპუსი) ფუნქციონირებს აზოტის გამათხევადებელი თანამედროვე დანადგარი, რომელიც შეძენილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ფონდთან შეთანხმების თანახმად, საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ უსასყიდლოდ მიიღონ თხევადი აზოტი ერთი წლის განმავლობაში.
დამატებითი დეტალებისათვის მიმართეთ აზოტის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს - ბ–ნ ზურაბ ადამიას.
 საკონტაქტო ტელ: 595354630.


Print

« იხ. ყველა სიახლე