ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-23

ჩემი პროფესია პრაქტიკაში

www.studentjob.ge ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იწვევს ახალ პროექტში „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“. პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს, მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ და მათგან გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.

შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.

25 მარტს, 19:00 საათზე  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეორე შეხვედრა გაიმართება. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ. სპიკერი “ეროვნული ბანკის” ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იქნება. მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, მხოლოდ რეგისტრაციით, სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება. რეგისტრაციისათვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

მისამართი: ბახტრიონის 11 („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)
Print

« იხ. ყველა სიახლე