ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-26

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია
ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა, 4-6 დეკემბერი, 2014

2014 წლის 4-6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდება ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია, რომელიც ეძღვნება უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის შემოქმედების 825 წლისთავს. კონფერენციის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, რელიგიურ-ფილოსოფიური ფასეულობების, მსოფლიო ცივილიზაციის განვითერების პროცესში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზება.

სიმპოზიუმის თემატიკა:

•    შოთა რუსთაველი პოეტი და ჰუმანისტი;
•    რუსთაველი და მისი ეპოქა - ქართული კულტურის რენესანსის ხანა 12-13 საუკუნეები;
•    შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საზღვარგარეთ;
•    შოთა რუსთაველის რელიგია;
•    შოთა რუსთაველის ადგილი ევროპულსა და მსოფლიო ლიტერატურაში: თარგმანები, კრიტიკა.

რუსთაველი პოლონეთში:

•    შოთა რუსთაველი პოლონეთში - გ. რეინჰარდი და კონსტანტინე რდულტოვსკი;
•    ვეფხისტყაოსნის პროზაული  თარგმანები კ. ლაფჩინსკი, ა. ლაისტი;
•    რუსთაველი და მისი პოემა - კ. კრული, კ. ვინიავიჩი, ი. ტუვიმი, ი. ლობოდოვსკი;
•    ვარშავასა და პარიზს შორის: რუსთაველი ქართული ემიგრაციის წრეებში (გ. ფერაძე,
გ. ნაკაშიძე, ვ. ნოზაძე, გ. გვაზავა, ა. გუგუშვილი);
•    რუსთაველი პოლონურ მეცნიერებასა და თარგმანებში ბოგდან ბარანოვსკი, იან რეიხმანი, ვაცლავ კუბაცკი, იგორ სიკირიცკი, ეჟი ზაგურსკი - იან ბრაუნი;
•    შოთა რუსთაველი და თანამედროვეობა;
•    „ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზება - თეატრი, მუსიკა, კინო.

მრგვალი მაგიდა:  საქართველოს ევროპული არჩევანი. აქტუალური პოლიტიკური პროცესები და საქართველოს გზა ევროპისაკენ.

სამუშაო ენები: პოლონური, ინგლისური  და ფრანგული

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი (programy.studium@uw.edu.pl). შრიფტი: Times New Roman, სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა (1-1,5 ათასი) ერთ-ერთ სამუშაო ენაზე
საორგანიზაციო ჯგუფის დასტური მონაწილეობის შესახებ: 30 მაისი
მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენაზე (რეზიუმე ინგლისურად): (programy.studium@uw.edu.pl).

საორგანიზაციო ჯგუფი: იან ბრაუნი (ვარშავის უნივერსიტეტი), ბუბა კუდავა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი), იან მალიცკი (ვარშავის უნივერსიტეტი), ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), ბერნარ უტიე (საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი, პარიზი), დავით ყოლბაია (ვარშავის უნივერსიტეტი - თავმჯდომარე).

შენიშვნები:
ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
სიმპოზიუმში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს ორგანიზატორები თავისთავზე არ იღებენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე