ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-24

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

19 - 28 ივლისს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ქართული ხელნაწერი“.

საზაფხულო სკოლა გათვალისწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები, მაგისტრები და დოქტორები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

ქართველოლოგიის სეზონური სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Print

« იხ. ყველა სიახლე