ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-17

სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" შეხვედრა სტუდენტებთან

21 მარტს, 14:00 საათზე, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენლები გამართავენ სტუდენტებთან შეხვედრას. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში, სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა ტრენინგს თემაზე:„ნეთვორქინგი და სამსახურის მოძიების გზები“, რომელსაც "ალდაგის" ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ.

მისამართი:თსუ მე-10 კორპუსი (მაღლივი), უნივერსიტეტის ქ. #1, აუდიტორია 206
Print

« იხ. ყველა სიახლე