ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-08-16

კვლევის მეთოდების კურსების მოდული თსუ-ს დოქტორანტებისთვის

წლის  შემოდგომის სემესტრში (1 ოქტომბრიდან), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების კურსების მოდული, რომელიც შეუძლიათ აიღონ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა, აგრეთვე თსუ-ს სხვა ფაკულტეტების დოქტორანტებმა.  
 სტუდენტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20/09/2012.
 რეგისტრაციისთვის დოქტორანტებმა ელ ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე  tatia.mzhavanadze@tsu.ge
სტუდენტებმა სწავლის დაწყებამდე, 28/10/2012-მდე აგრეთვე უნდა წარმოადგინონ:
-          სარეგისტრაციო ფორმის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ასლი
-          დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა დეკანატიდან        
          (შესაძლებელია დასკანირებულის გამოგზავნა ელ. ფოსტით)
-          პირადობის მოწმობის ასლი   (შესაძლებელია დასკანირებულის    
           გამოგზავნა ელ. ფოსტით)
 
შემოდგომის სემესტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების შემდეგი სასწავლო კურსები:
1)    სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი); თამარ ცხადაძე, ოთხშაბათი,18:00 საათზე, VI კორპუსი, 103-ე აუდიტორია.
2)    სოციალური კვლევის მეთოდები : რაოდენობრივი და თვისებრივი (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი); თამარ ზურაბიშვილი, ოთხშაბათი,16:00 საათზე, VI კორპუსი, 103-ე აუდიტორია.
3)    შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS-ის ელემენტებით (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი); ლილი ხეჩუაშვილი, სამშაბათი, 18:30 საათზე, II კორპუსი, 336-ე ოთახი.
Print

« იხ. ყველა სიახლე