ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-09

სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა თემაზე - "გრიგოლ რობაქიძის წერილები შტეფან ცვაიგს - ახალი მასალები ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან"

21 დეკემბერს,  17.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის  სხდომა გაიმართება.

მოხსენების თემა: გრიგოლ რობაქიძის წერილები შტეფან ცვაიგს - ახალი მასალები ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან.
 
მომხსენებელი: დოქტორანტი ნათია ფურცელაძე

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 201-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე