ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-31

სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია - „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“

ძვირფასო სტუდენტებო!

გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ II სამეცნიერო კონფერენციაზე  - „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“. კონფერენცია ჩატარდება თბილისში  2014  წლის  27 მაისს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 31 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ekaterinenavrozashvili@gmail.com (ეკატერინე ნავროზაშვილთან).

თეზისის მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა,  ტექსტი აკრეფილი Sylfaen -ით, ზომა 12 ;

სარეგისტრაციო ფორმა
  1. სახელი, გვარი;
  2. ელექტრონული ფოსტა;
  3. მობილური ტელეფონის ნომერი;
  4. მოხსენების სათაური.

Print

« იხ. ყველა სიახლე