ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-12

მიგრაციის საშემოდგომო კვირეული

19-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ENIGMMA-სა და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლექციათა ციკლი, რომელიც ხორციელდება მიგრაციის მეცნიერებათა შესახებ ENIGMMA-ს საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში. ღონისძიება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ლექცია და დისკუსია თემაზე „მიგრაციის მეცნიერებათა შესავალი“ გაიმართება 19 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის აუდიტორიაში. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე და მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი. ლექცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო მიგრაციის გლობალური ტენდენციები; ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, პოლიტიკური, გარემოს დაცვითი და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანთა მობილობაზე; მიგრაციასთან დაკავშირებული ზოგადი ტერმინოლოგია; მიგრაციისა და მიგრაციის განვითარების თეორიებს შორის ურთიერთკავშირი სხვადასხვა დარგების პერსპექტივიდან. დასწრება შეუძლია დაახლოებით 50 სტუდენტს, შესაბამისად, სასურველია წინასწარი რეგისტრაცია.

20-დან 22 ოქტომბრამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე უმასპინძლებს სემინარების ციკლს მიგრაციის კვლევის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ. სემინარები გაიმართება ინგლისურ ენაზე. სემინარზე დასწრების მსურველი სტუდენტები უნდა დაესწრონ ზემოხსენებულ ლექციას მომზადების მიზნით. სემინარებზე დაიშვება 20-მდე სტუდენტი. სემინარების მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიეწოდოს ინფორმაცია მიგრაციის მეცნიერებებში გამოყენებული სოციალურ მეცნიერებათა ხარისხობრივი და რაოდენობითი კვლევითი მეთოდების შესახებ, როგორიცაა გამოკითხვები, ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, სცენარის ანალიზები, მიგრაციის მეცნიერებებში ეკონომეტრიკული საკითხები და სხვა. საერთო ჯამში გაიმართება სამი ურთიერთ შემავსებელი სემინარები.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ 2015 წლის 12 ოქტომბრამდე და გამოგზავნოთ თქვენი სახელი და სასწავლო პროგრამა ელექტრონულ ფოსტაზე enigmma@icmpd.org. ასევე მიუთითეთ რომელ სემინარებზე გსურთ მონაწილეობის მიღება თუ გსურთ მხოლოდ ლექციას დაესწროთ.

იხილეთ ბმული

Print

« იხ. ყველა სიახლე