ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ!

12 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთის სამეფო) სამაგისტრო სტიპენდიებზე საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ამავე უნივერსიტეტის რეგიონალური მენეჯერი - ქალბატონი ელისაბედ აქსელი. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა ა/წ 7 ოქტომბრის 16 საათამდე მოგვწერეთ international@tsu.ge-ზე და სათაურში მიუთითეთ სახელწოდება: “საინფორმაციო შეხვედრა”. შეხვედრა გაგრძელდება ერთ საათს. სამუშაო ენა იქნება ინგლისური.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე