ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-25

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით 2019 წლის 28 მაისს მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.

 კონფერენციაში  მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 21 აპრილის 18.00 საათამდე, საკონფერენციო ნაშრომის თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:  conference.library@tsu.ge. კონფერენციის ჟიურის მიერ თეზისების შერჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 24 მაისის 18.00 საათისა უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები  ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge. 

საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1800 - 2400  სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5.  საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომში უნდა მიუთითონ გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც  სწავლობს. 

მნიშვნელოვანი თარიღები: 
21აპრილი 18:00 საათი - თეზისების მიღების დასრულება
23 აპრილი - კონფერენციაში მონაწილეთა გამოვლენა
24 მაისი 18:00 საათი - საბოლოო საკონფერენციო ნაშრომებისა და საპრეზენტაციო ფაილების მიღების დასრულება  
28 მაისი - სამეცნიერო კონფერენციის გამართვა

საკონტაქტო პირი: 
ირაკლი ირემაძე 
ტელ: 595 95 66 72
ელ. ფოსტა : Irakli.iremadze@tsu.ge 




Print

« იხ. ყველა სიახლე