ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-29

სტუდენტთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დასასრულს მიუახლოვდა და  იწყება  მზადება გაზაფხულის სემესტრისთვის.

გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში (თსუ რექტორის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №79/01-01) უნდა გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

ადმინისტრაციული რეგისტარაცია:  1-29 თებერვალი

•  ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დადგენილ ვადებში  გადაიხადოთ სწავლის  სემესტრული საფასური (გარდა, 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა).

•  სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია  ბანკ ,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი ბანკის”  ნებისმიერ ფილიალში ან გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.

• ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს (დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს გაზაფხულის დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე).

• იმ შემთხვევაში, თუ  ვერ ახერხებთ  წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული  სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის საჭიროა, 1 თებერვლიდან  18 თებერვლის ჩათვლით განცხადებით მიმართოთ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (განცხადება უნდა ჩააბაროთ თსუ-ს კანცელარიაში, I კორპუსი, ოთახი N 114).

• ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ  შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019) ან თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 111).

აკადემიური რეგისტრაცია:   
ბაკალავრიატი  -  24-29 თებერვალი
მაგისტრატურა/დოქტორანტურა  -  25-29 თებერვალი
• ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის (სწავლის საფასურის გადახდის) შემდეგ აკადემიური რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის sms.tsu.ge, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის -  lms.tsu.ge) შეგიძლიათ გაიაროთ აკადემიური რეგისტრაცია - აირჩიოთ საგნები. ამისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით.

• აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე სასურველია საგნების არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ფაკულტეტზე (პროგრამის ხელმძღვანელთან/ტუტორებთან ან სტუდენტთა მომსახურების ცენტრში/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში). 

• გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია  სხვადასხვა ფაკულტეტზე  სხვადასხვა დროს იწყება. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდება თსუ-ს ვებგვერდზე.

• აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ  შეგიძლიათ ელექტრონულად შეატყობინოთ ფაკულტეტზე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს sms.tsu.ge/lms.tsu.ge (წერილი დეკანატს), ან მიმართოთ  სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, რომელიც ყველა ფაკულტეტზე  ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
    
რეგისტრაციის დროს ხშირად დასმული შეკითხვები

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ვადები

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია

გისურვებთ წარმატებებს!



Print

« იხ. ყველა სიახლე