ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-10

ენის შესასწავლი თამაშები (გერმანულ ენაზე)

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი და ბოშის ფონდის ლექტორი ქრისტიან რიხტერი გთავაზობთ ტრენინგ კურსს „ენის შესასწავლი თამაშები“.

კურსი განკუთვნილია გერმანული ენის სპეციალობის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან აპირებენ გერმანული ენის სწავლებას.

კურსის განმავლობაში მსმენელების შეისწავლიან ენის სწავლების 7 თამაშს, მათი გამოყენების მეთოდებს და საშუალებებს, ასევე გაიღრმავებენ გერმანული ენის ცოდნას.

კურსში ჩასართავად საჭროა გერმანული ენის ფლობა ( B2 დონე მაინც).

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა (2 აკადემიური საათი კვირაში ერთხელ).

დაწყების თარიღი: 15 მარტი.

კურსში მონაწილეობა უფასოა

ადგილები შეზღუდულია და ჯგუფის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება რეგისტრაციის თარიღი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრს:

ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, უწყვეტი განათლების ცენტრი (შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით).
ტელ.: 222 36 52
ელ.ფოსტა:tsulll@tsu.ge

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
Print

« იხ. ყველა სიახლე