ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-30

მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

17-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი.

2016 წელი ქართული კულტურისა და ქართველოლოგიური მეცნიერებებისთვის, უპირველეს ყოვლისა, არის შოთა რუსთველის საიუბილეო და თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო წელი. VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის სამუშაო პროგრამა კოორდინირებული იქნება ამ მოვლენებთან.

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის ძირითადი სამუშაო პრობლემაა „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“.

სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის მოხსენებები მიიღება ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით.

სიმპოზიუმის ფინანსური მხარდამჭერები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.

სიმპოზიუმი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას პატრონაჟით.
სიმპოზიუმის კოორდინატორი - ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო ჯგუფის მისამართი: თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძეის გამზირი #13; ტელ. +995 32 2 290833; ფაქსი: +995 32 2 252501; ელფოსტა: kartvcentre@hotmail.com; symposium2016@gmail.com.

სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადები მიიღება 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. განაცხადი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე) უნდა მოიცავდეს: (1) მოხსენების სათაურს, (2) მოკლე რეზიუმეს, არაუმეტეს 1 გვერდისა (დაახლოებით 400 სიტყვა), (3) ძირითად ცნობებს მომხსენებლის შესახებ (CV).

სიმპოზიუმის სამუშაო ენები იქნება - ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული. სიმპოზიუმზე რეგისტრირებულმა ყველა მომხსენებელმა წინასწარ უნდა გამოგზავნოს მოხსენების ვრცელი რეზიუმე (1-3 გვერდის მოცულობით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სასურველია - ორივე ენაზე).

მოხსენების რეგისტრაციის საფასურია: საქართველოს მოქალაქისთვის - 60 ლარი; სხვა ქვეყნების მოქალაქისათვის - 50 აშშ დოლარი.

სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, სიმპოზიუმის მსვლელობის პერიოდში უზრუნველყოფინი იქნებიან ბინით.




Print

« იხ. ყველა სიახლე