ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-24

სტუდენტების საყურადღებოდ!

რადიო თავისუფლების მედიასკოლა გთავაზობთ ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამას ჟურნალისტიკაში და სტაჟირების პროგრამას ”იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად’’.

ერთწლიანი სასერტიფიკატო პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც უკვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ხოლო  სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა სტუდენტებს ეძლევათ - მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და ორივე პროგრამის განაცხადების ნახვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების მედიასკოლისა და რადიო თავისუფლების ვებსაიტებზე tavisuplebaschool.ge და radiotavisupleba.ge, ასევე Facebook-ზე.

შევსებული განაცხადი გამოგვიგზავნეთ და შეკითხვებისათვის მოგვმართეთ მისამართზე tavisupleba.school@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 იანვარი, 2013 წელი
ღია კარის დღე გაიმართება - 22 იანვარს, 18:00 საათზე
განათლების მულტიმედია ცენტრში (ალ. ჭავჭავაძის 10ა)

იმუშავეთ და ისწავლეთ რადიო თავისუფლებასთან ერთად!

Print

« იხ. ყველა სიახლე