ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-17

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თსუ-ს 7 პროექტი დაუფინანსა

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო  20 პროექტმა. მათ შორის თსუ-მ გაიმარჯვა 6 პროექტში, ხოლო 1 პროექტის თანამონაწილეა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაუფინანსდა 5 პროექტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - 2 პროექტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს - 1 პროექტი; საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 1 პროექტი.




Print

« იხ. ყველა სიახლე