ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-15

Tbilisi Open Air 2019 - სტუდენტური შეთავაზება!

Tbilisi Open Air 2019 Lisi Wonderland-ზე 21, 22 და 23 ივნისს   გაიმართება. ფესტივალში 70-მდე შემსრულებელი მონაწილეობს.
წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტი 145 ლარის ნაცვლად 75 ლარად.

ფასდაკლებით ისარგებლებენ სამივე საფეხურის სტუდენტები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
ფასდაკლების მისაღებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ არა უგვიანეს 18 მაისისა მოცემულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeNj7qrhtC4VQoJEI3tlUIWkSupoU3pQzDZ1ZWp01XicrJ3VA/viewform
ფასდაკლებისთვის საჭირო უნიკალური პრომო-კოდები და ინსტრუქცია სტუდენტებს დაეგზავნებათ მეილებზე ინდივიდუალურად.

იხილეთ ბმული



Print

« იხ. ყველა სიახლე