ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-03

პროექტის „TSU School of Entrepreneurship“ ფინალური ღონისძიება

9 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონურ-ქართული პროექტის „TSU School of Entrepreneurship“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართება.

პროექტი „TSU School of Entrepreneurship“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის დეკემბრიდან, ესტონურ კომპანია „BDA Consulting“-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ტრენინგ–პროგრამების საშუალებით, მცირე ბიზნესის განსავითარებლად თსუ-ს სტუდენტების მომზადება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე 12 გუნდიდან ნახევარფინალში გასული 6 გუნდი, რომლებმაც ა/წ აპრილში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარეს ესტონეთის სხვადასხვა კომპანიაში და  ბიზნესის განვითარების თეორიული ცოდნა გაიღრმავეს ესტონური გამოცდილების მაგალითზე.

ღონისძიებაზე საგანგებო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო გუნდს. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ფავორიტი გუნდის გამოვლენის საშუალება მიეცემა.

ღონისძიება ჩატარდება 2014 წლის 9 ივნისს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, თსუ მუზეუმში.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ ფორმატში მოცემულ ბმულზე

 

Print

« იხ. ყველა სიახლე