ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-03

რიჩარდ ბეილსის სემინარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის თანაორგანიზებით, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (ოჰაიოს შტატი, აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორი, ამავე კოლეჯის ყოფილი დეკანი (2013-2016 წწ.), თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის წევრი, რიჩარდ ბეილსი ჩაატარებს სემინარს, რომელიც განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

სამუშაო ენა – ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

რეგისტრაცია იწარმოებს 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისათვის გააგზავნეთ სახელი/გვარი და საკონტაქტო ნომერი შემდეგ ელფოსტის მისამართზე – giorgi.amiranashvili@tsu.ge

შენიშვნა: სემინარზე დარეგისტრირებული პირველი 30 სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას აღნიშნულის თაობაზე

რიჩარდ ბეილსის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 

Print

« იხ. ყველა სიახლე